საპატიმროს დატოვებიდან მეორე დღეს თელავში კაცმა ცოლს სცემა - მედია
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატიმროდან ერთი დღით ადრე გათავისუფლებულმა მამაკაცმა ცოლზე იძალადა - ამ ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ძალადობას კი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს.
პირველების ინფორმაციით, მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა, მას პოლიცია ეძებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო.
P.S: მოქალაქეთა ერთი ნაწილი ტვ პირველს ეუბნება, რომ კაცმა ციხე არა ამ დღეებში, არამედ 2 წლის წინ დატოვა. მეორე ნაწილის მონაყოლის მიხედვით, მამაკაცმა ციხეთა სისტემა ძალქდობამდე რამდენიმე საათით ადრებდქტოვა.