ღარიბაშვილის პროცესზე დასასწრებად ექს-პრემიერის ბიძა, "კაკაშა" მივიდა

02.11.26 14:58
ღარიბაშვილის პროცესზე დასასწრებად  ექს-პრემიერის ბიძა, "კაკაშა" მივიდა

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესს ექს-პრემიერის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებიან - "პირველების" კამერამ სასამართლოს ეზოში ღარიბაშვილის ბიძა,  ზურაბ გონაშვილი, იგივე "კაკაშა" დააფიქსირა. 

მან მედიის კითხვებს არ უპასუხა და დრადიციუალდ ჟურნალისტების მიმართ არაეთიკური გამოთქმებით გამოირჩეოდა. 

ზურაბ გონაშვილი, რომელიც ღარიბაშვილების გარემოცვად ითვლება, ამჟამად დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დედოფლისწყაროში დიდი დავლენებით სარგებლობდა. 

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ  ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

 

მსგავსი სიახლეები