ჩვენ შეგვიძლია, ყველას მოვუწოდოთ სინანულისკენ - მეუფე ნიკოლოზი ეროვნულ შერიგებაზე

08.12.21 11:25
ჩვენ შეგვიძლია, ყველას მოვუწოდოთ სინანულისკენ - მეუფე ნიკოლოზი ეროვნულ შერიგებაზე

ჩვენ შეგვიძლია, ყველას მოვუწოდოთ სინანულისკენ, თვითონ მოინანიონ თავიანთი ცოდვები და აღსარება თქვან, - ასე ეხმიანება ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ეროვნული შერიგების იდეას. ამის შესახებ სასულირო პირმა "პირველებთან" ისაუბრა. 

ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს მოვუწოდოთ თითოეულს, ვინც მოგვმართავს, მოვუწოდოთ სინანულისკენ, რომ თვითონ თავისი ცოდვები მოინანიოს ადამიანმა, თავისი აღსარება თქვას და ადამიანი, რომელიც ამბობს აღსარებას და თვითონ გრძნობს იმის აუცილებლობას, რომ მას სჭირდება შენდობის მინიჭება, შემდეგ ის ადამიანი სხვა ადამაინების მიმართაც ასევე არის მოწყალე და შემნდობი და ჩვენ ეს როლი შეგვიძლია, შევასრულოთ, რომ ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი ცოდვების მონანიებაში, სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. ზეწოლა, ძალადობა ჩვენი მხრიდან წარმოუდგენელია, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

რა როლი ექნება საპატრიარქოს დიდი შერიგების პროცესში, უცნობია. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ ინიციატივაზე პატრიარქი დუმს.