ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებული ნანა სანდერი პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს. მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ დაამტკიცა.
შეთანხმების თანახმად, სანდერს სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერს 24 ივნისს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.