გია ბარამიძე განსასჯელის სკამზე - სასამართლოში პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

03.11.26 14:52
გია ბარამიძე განსასჯელის სკამზე - სასამართლოში პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

გია ბარამიძე განსასჯელის სკამზე ზის -  ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე უნდა იმსჯელონ საქმის არსებითი განხილვისთვის, სასამართლოსთვის გადაცემაზე, ასევე ბრალდებული პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზეც.

პროცესს ესწრება ბრალდებულიც, რომელიც წინასწარი ინფორმაციით პროცესზე განცახადებას გააკეთებს. 

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ბარამიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. 

ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და მსგავსი საკითხები, რასაც პროკურატურა გიას ედავება. საჯარო სივრცეში, მათ შორის იგივე გადაცემაში და არა მხოლოდ, ათობით შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ და წარმოდგენილი გვაქვს სასამართლოში... არავის მიმართ არათუ დევნა, არამედ გამოძიებაც კი არ დაწყებულა, რაც სწორია. გია შეირჩა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი. მისი ნათქვამი არ ეხებოდა უკვე ან ტყვედ ჩაბარებულ ან ტყვედ ჩაბარებისთვის მზადყოფნ პირებს. გიამ ახსნა, თუ რას შეეხებოდა მისი ნათქვამი და ის საფუძველიც კი, რაც პროპაგანდისტული ნარატივია, სინამდვილეში გამოცლილი აქვს ამ საქმეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება 10-დან 10 შემთვევაში სასამართლოს მართავს, სადაც მისი პოლიტიკური ინტერესები არსებობს და ამიტომ ვხედავთ გიას პატიმრობაში მყოფს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.  

გია ბარამიძე საკუთარ სახლში  11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.  პროკურატურამ ენმ-ს ლიდერს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

ბარამიძის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

მსგავსი სიახლეები