თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა

08.12.21 13:01
თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსის გარეშე, პირდაპირ დანიშნა.

წულუკიანის გადაწყვეტილებით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ისევ რობერტ სტურუა იქნება.

გარდა ამისა, მან რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ ,,აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელად კი რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი, გელა კანდელაკი.

წულუკიანი ამბობს, რომ თეატრების ხელმძღვანელების კონკურსის გარეშე დანიშვნა მისი დისკრეციული უფლებაა.

თეატრების სამხედრო ხელმზღვანელები ამ პოზიციებზე მომდევნო 4 წელი იმუშავებენ. რაც შეეხება სხვა თეატრებს, მათ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი დღეიდან ცხადდება.

მსგავსი სიახლეები