შემდგომ თვეებში ინფლაცია დროებით გაიზრდება - გვენეტაძე
169 ათას მოქალაქეს სესხი გაუძვირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა და ინფლაციის კიდევ უფრო ზრდა დაანონსა.
გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5%-მდე შემცირდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი, დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება.
საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში, დაახლოებით, 9%-ს უტოლდება. ამ ფაქტორთანგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა.
მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზრო ეფექტის გამო დროებით გაიზრდება და ჩვენ ეს ბევრჯერ დავაანონსეთ. მოგხსენებათ, ესაა სუბსიდიის ეფექტი, რომელიც შარშან დეკემბერში და წელს იანვარსა და თებერვალში განხორციელდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინფლაცია გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.