თბილისის სკოლაში მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - მშობლების თქმით, "ბავშვს ძვლები აქვს ჩატეხილი"
მშობლის ინფორმაციით, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ბავშვზე ძალადობა მოხდა - მოსწავლის ოჯახის წევრის მხრიდან "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა დაახლოებით სამი კვირის წინ, საგაკვეთილო პროცესში მოხდა, როცა ერთი მოსწავლე მეორეს ფიზიკურად გაუსწორდა.
დედის მტკიცებით, მის შვილს ე.წ. ჰაიმორის ძვლები ჰქონდა დამტვრეული, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
დაშავებულის ახლობლები სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობას აყენებენ და რეაგირებას ითხოვენ.
"პირველები" დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.