ამ საოცარ ჩუქურთმებს რომ ღუმელის მილს გაუყრი... ეროვნული მემკვიდრეობა კრეტინების ხელშია - მამა ილია

08.12.21 13:11
ამ საოცარ ჩუქურთმებს რომ ღუმელის მილს გაუყრი... ეროვნული მემკვიდრეობა კრეტინების ხელშია - მამა ილია

აშშ-ში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი სოციალურ ქსელში კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთაწმინდის ეკლესიის მძიმე მდგომარეობაზე წერს.  მამა ილია ჭიღლაძის ინფორმაციით, 800 წლის ხუროთმოძღვრების ძეგლზე ღუმელი დააყენეს, რაც უძველეს ჩუქურთმებს დააზიანებს. 

800 წლის ამ საოცარ ჩუქურთმებს რომ ღუმელის მილს გაუყრი, რაღაზე უნდა ვისაუბროთ?! იმ მღვდლის დეგნერატიზმი ხომ რეკორდს ხსნის?! ერთაწმინდის ტაძარი, კასპის მუნიციპალიტეტში. გაიკვამლება-არგაიკვამლება ფეხებზე ჰკიდია, მთავარია გვერდები გაითბოს - წერს ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები