ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია
"ფორმულას" მაუწყებლობა შეწყვეტილია - არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანიაა განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.
„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ დაკვამილიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მე-12 სართულზე გაჩნდა, თავად „ფორმულა“ აღნიშნული შენობის მე-17 და მე-18 სართულზეა განთავსებული.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, "ფორმულას" თანამშრომელთა ნაწილი შენობიდან გასვლას ვერ ახერხებსს.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.