„ბატონო შალვა, ვიდრე ევროპაში შევალთ ღირსებით, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით“ - პაატა მანჯგალაძე

04.11.26 16:18
„ბატონო შალვა, ვიდრე ევროპაში შევალთ ღირსებით, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით“ - პაატა მანჯგალაძე

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ციხიდან გავრცელებული წერილით პასუხობს. მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ცილისწამებასა და მისი საქმის გარემოებების დამახინჯებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბრალი არა ფოტოს გადაღებისთვის, არამედ 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების გამო წაუყენეს. 

„დღეს ვუსმინე შალვა პაპუაშვილს. ისევ მახსენა. არ მწყინს, უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ.
ბატონო შალვა, შეგახსენებთ, რომ მე ერთ წელზე მეტია ტყვედ ვარ. არასდროს მიპასუხია თქვენი თავდასხმებისა და ცილისწამებისთვის, არა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, არამედ მჯერა, სიმართლე, ისევე როგორც სანთელი, თავის სინათლეს არ დაკარგავს.
მართლა ვწუხვარ, როცა თავს ნომერ პირველ კანონმდებლად თვლით და ფოტოს გადაღება 7-წლიანი პატიმრობა გგონიათ, მით უმეტეს, არც ის იცით, რომ მე ბრალი წამიყენეს არა ფოტოს გამო, არამედ 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების გამო.
ბატონო შალვა, ვიდრე ღირსებით ევროპაში შევალთ, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით.“ - პაატა მანჯაგალაძე