"პირველებმა" იმ ორსული ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც პატიმარ მეუღლესთან ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდა
"პირველებმა" იმ ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც რუსთავის ციხეში პატიმარ მეუღლესთან ნარკოტიკი შეჰქონდა - ეს მაია ავედისიანია. ჩვენი ინფორმაციით, ხანგრძლივ პაემანზე მისული ორსული ქალი "ალფა პვპ-ს" და მეტადონს სხეულში, ინტიმურ ადგილებში მალავდა.
ის ბრალდებული არ არის, რადგან სახელმწიფო ბრადლება ამბობს, რომ პატიმრის ცოლმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ნარკოდანაშაულის სხვა ფიგურანტები ამოიცნო.
საქმეზე სულ 4 პირია ბრალდებული, ერთ-ერთი ორსული ქალის მსჯავრდებული ქმარი - გიორგი სორდიაა, ხოლო დანარჩენები არიან პირები, რომლებმაც ორსულ ქალს ნარკოტიკი მისცეს. გამოძიების თანახმად, გიორგი სორდია ციხიდან დაუკავშირდა დანარჩენ ბრალდებულებს და სთხოვა, რომ მისი ორსული ცოლისთვის ნარკოტიკები გადაეცათ.
- მათ ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლებით წარედგინათ.
ცოტა ხნის წინ ამ საქმეზე დაკავებულები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლომ დღეს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. პროცესზე არ გამოცხადდა მსჯავრდებული პატიმარი - გიორგი სორდია, მან სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, სადაც ამბობს, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს.
- იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა.
დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა. მათ ნარკოტიკული საშუალებები “მეთადონი” და “ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.