სავარაუდო ძალადობა ყანჩელზე - პოლიციაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა
პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობა სერგეი ყანჩელზე - კუკიის პოლიციის განყოფილებაში “პირველებს“ უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
ჩვენთან არავინ ყოფილა, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
სამოქალაქო აქტივისტის უმძიმესი ბრალდებებიდან ერთი თვე გავიდა თუმცა გამოძიება, ძალადობაში მხილებული განყოფილების თანამშრომლებს უფლებამოსილებას, არ უჩერებს.
რატომ უნდა შეეჩერებინათ უფლებამოსილება. ბრალდებებს დამტკიცება უნდა, - თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
14 ნოემბერს ყანჩელი მოგებრები, ოჯახის წევრები და თანამოაზრეები პროკურატურასთან შეკრება დაანონსეს. ისინი ერთობლივად მოითხოვენ საქმის გამოძიებას.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.