ვფიქრობ, სასამართლო მიზანმიმართულად მოქმედებდა - აქიმიძე-დვალის ადვოკატი
აქიმიძე-დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე სასამართლოს მიერ რუსთავი2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მიკერძოებულად თვლის. უფლებდამცველის თქმით, სასამართლომ მათი უტყუარი მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღო და თქვა, რომ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენია.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა აქიმიძე-დვალის სარჩელი. მე ვკითხე, რომ რა იყო მთავარი არგუმენტი მისთვის. სასამართლომ ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ქიბარ ხალვაში არის კეთილსინდისიერი შემძენი და ეს იყო ძირითად არგუმენტი სარჩელის არდაკმაყოფილების და ჩვენთვის ეს იყო წარმოუდგენელი. მე ველოდებოდი ყველანაირ ახსნას გარდა ამისა, იმიტომ, რომ ჩვენ აქ იმდენად მყარად გვქონდა საქმე და იმდენად მყარი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი, რომელიც პირდაპირ და ცალსახად ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩათვლილიყო კეთილსინდისიერ შემძენად და ყველაზე მთავარი არგუმენტი არის ქიბარ ხალვაშისავე ჩვენება, რომელიც ჩვენ საჯაროდ მაღალი საზგადოებრივი ინტერესის გამო გამოვაქვეყნეთ. ამ ჩვენებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ არასდროს ქიბარ ხალვაში არ შეხვედრია აქიმიძე-დვალს, არ უწარმოებია მოლაპარაკებები, რუსთავი 2-ში არ ყოფილა არასდროს, ღირებულება ტელეკომპანიისა არ გადაუხდია აქიმიძე-დვალისთის. გადაუხადა, თვითონ ამბობს, რომ შს მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვლს მისვა მილიონ ორასი ათასი დოლარი, ნაწილი თანხა, 4 მილიონი დოლარი მისცა ივანე მერაბიშვილს ანუ კერძო პირებისგან ანუ აქიმიძე-დვალისგან ვიყიდე კომპანიაო, მაგრამ თანხა ივანე მერაბიშვილს მივეციო და ასეთი შემძენი სასამართლო ჩათვალა კეთილსინდისიერ შემძენად. ვფიქრობს ეს მიზანმიმართულად გააკეთა სასამართლომ, ნაჯახივით მოგვახალა სახეში არგუმენტი, რატომ? იმიტომ, რომ გვითხრას, რომ მე რასაც მინდა, იმას ვიტყვი, არ მაინტერესებს არც კონსტიტუცია, არც კანონები, - განაცხადა ოჟორიძემ.
რუსთვაი 2-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილია. მოსამართლემ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთერბაშ დატოვა.