ეს არის ივანიშვილის და "ოცნების" აღდგენილი სამართალი - დავით დვალი

08.12.21 15:51
ეს არის ივანიშვილის და "ოცნების" აღდგენილი სამართალი - დავით დვალი

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი რუსთავის 2-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას მომდევნო ინსტანციაში აპირებენ. დავით დვალის თქმით, ტელეკომაპნიის დასაბრუნებლად და სამართლიანობის აღსადგენად ისინი ბოლომდე იბრძლებენ და სტრაბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველანაირი შედეგისთვის ვიყავით მზად, მოსამართლემ მოახერხა და გაგვაოცა. ანუ მთავარი მიზეზი არის თურმე ის, რომ თრმე ქიბარ ხალვაშ ყოფილა კეთილსინდისიერი შემძენი. ეს იმდენად დიდი სბურდის, რომ ზუსტად ეს არის პირდაპირ თქმა იმის, რომ არ მაინტერესებს თქვენი არგუმენტაცია, იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც სადავო გვქონოდა ჩვენ, მაგრამ ეს იყო სადავო არანაირად. ეს თემაა, რომელშიც ყველა მტკიცებულებაა, მათ შორის, ქიბარ ხალვაშის აღიარებაც, სხვა ყველა წევრის, ვინც მონაწილეობდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალადობრვად გაკეთებული. რა თქმა უნდა ვაპირებთ გასაჩვრებას. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა პროცესმა სახე დაგვანახა ჩვენი სასამართლოსი. აი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აღდგენილი სამართალი. მე ვიცი, რომ შემდეგ სასამართლოში ალბათ იგივე გველის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ბოლომდე, სტრაბურგამდე მივალთ, ჩალით არ არის ეს ქვეყანა დახურული, - განაცხადა დვალმა. 

რუსთავის 2-ის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიო. მოსამართლემ ტელეკომპანია  ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა.