პროტესტი ვეკუას სკოლასთან - მშობლები და პედაგოგები სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან
პროტესტია ვეკუას სკოლასთან - მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები განათლების სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან.
მათი ინფორმაციით, ვეკუას სახელობის სკოლა, სადაც ფიზიკას და მათემატიკას გაძლიერებულად ასწავლიან, დასანგრევ შენობათა სიაში შეიყვანეს და ავარიულად გამოაცხადეს.
სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა პროტესტიც, რადგან მოსწავლეებს მეორე ცვლებში სწავლებას ჰპირდებიან.
სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც იმოფებიან, რომლებიც მშობლებს და მასწავლებლების ნაწილს ხვდებიან.
გასათვალისწინებელია, რომ ავარიული შენობაა და დანგრევა გარდაუვალია, მაგრამ ჩვენი აქ შეკრების მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ სამინისტრომ თავდაპირველი განაცხადი შეცვალა იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი ფართი გამოგვეყოფოდა. მოგეხსენებათ, რომ ვეკუას სკოლა უბრალოდ საგაკვეთილო პროცესები არ არის, აქ ხდება ინტენსიური საოლიმპიადო მომზადება, ასევე დამატებითი წრეებია და ლაბორატრიული მუშაობის ადგილია. ჩვენთვის მეორე ცვლის რეჟიმი სრულიად დაანგრევს ამას და მოვითხოვთ სამინისტროსგან ალტერნატივას, რომელიც ხელს არ შეუშლის სკოლის პროცესის მიმდინარეობებს. გაგვითვალისწინონ ჩვენც, პოტენციური ახალგარზდები, უყურადღებოდ არ მიგვადგომო და რეჟიმი შეგვინარჩუნონ, როგორიც გვაქვს სასწავლო პროცესის, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.
შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს და მშობლებს შორის საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილებს არ აქვთ იმედი, რომ მათთვის სასარგებლო წინადადებაზე შეთანხმდებიან, რადგან ამბობენ, რომ სამინისტრო, ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, ბავშვების ინტერესებს არ ითვალისწინებს.