ALDE რუსეთის პროკურატურის მიერ, პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურება
ALDE რუსეთის პროკურატურის მიერ, პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადებას ეხმაურება.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ პარტიას და მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ მათ მიმართ.
ჩვენი ქართული პარტიის წევრი @DroaParty რუსეთმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსვლის, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო. ALDE - მ და @LYMEC - მა იგივე წოდება გასულ წელსაც მიიღო. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ “დროას“ და ყველას გვერდით, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის!, - წერია განცხადებაში.
რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.