ბომბის შესახებ ცრუ მუქარებმა ევროპის მასშტაბით სატელევიზიო არხების მუშაობა შეაფერხა
ბომბის შესახებ ცრუ მუქარებმა ევროპის მასშტაბით სატელევიზიო არხების მუშაობა შეაფერხა - პარასკევს ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბულგარეთში ტელევიზიების წინააღმდეგ განხორციელებული ბომბის მუქარის გამო ევაკუაცია, უსაფრთხოების ოპერაციები და მაუწყებლობის დროებითი შეფერხებები განხორციელდა - მუქარები შეეხო ისეთ მსხვილ მაუწყებლებს, როგორებიცაა ირლანდიის ეროვნული სამაუწყებლო კომპანია RTÉ, ბრიტანული Sky News, ბულგარული კერძო არხი Nova TV და ასევე რამდენიმე ირლანდიური რადიოსადგური და მედიაპლატფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რედაქციებში გაგზავნილი ანონომური წერილები იდენტური შინაარსის იყო.
მუქარის წერილებში ეწერა: „ჩვენ გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩვენ შესახებ, სწორედ ამიტომ ჩვენმა აგენტმა თქვენს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა. ის 45 წუთში აფეთქდება. საათი წიკწიკებს"
ზოგიერთ წერილს სათაურად ჰქონდა „შეტყობინება დასავლეთისადმი" - ამ ფაქტის გამო გამოცხადდა ევაკუაციაა შენობებში და რამდენიმე საათის განმავლობაში მედიასაშულებები შეფერხებით მუშაობდნენ.