"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდება

08.11.26 15:41
"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდება

ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არსებულ, ავარიულ შენობაში განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ დასრულებულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შენობაში რამდენიმე საკლასო ოთახი დაიკეტება, ხოლო პედაგოგები საგაკვეთილო პროცესს ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ სივრცეებში წარმართავენ.

ამასთანავე, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მოსწავლეთა გადაადგილების უკეთ გაკონტროლების მიზნით, სკოლაში მანდატურების რაოდენობა გაიზრდება.

ასევე ცნობილია, რომ დატვირთული გრაფიკით სწავლება ამ სკოლაში 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება, მანამდე კი შენობას დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იგივე შენობაში, უსაფრთხო გარემოში. უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო პროცესს შემჭიდროვებული საათობრივი დატვირთვით. სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში. შეიქმნება მშბლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამის ვადებში დასრულებას. ჩატარდება დამატებითი ექსპერტიზა. და, აქ ვიტყვი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, - ამბობს პროტესტის მონაწილე.   

მსგავსი სიახლეები