რატომ ჩაბნელდა საქართველო ზაფხულში 3-ჯერ - სემეკში სხდომა გადაიდო
რატომ ჩაბნელდა საქართველო ზაფხულში 3-ჯერ - ელექტრო ენერგიის მასობრივი გათიშვის ამბავზე დასკვნა მარეგულირებელ კომისიას დღეს უნდა დაედო, მაგრამ სხდომა გადაიდო.
თვეებია ხალხი ელოდება პასუხს კითხვაზე, ვისი ბრალეულობით გაითიშა სამჯერ დენი მთელს ქვეყანაში.
დღვანდელი სხდომის გადადების მოტივად ტექსნიკური მიზეზი სახელდება.
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც.