აჭარაში ქმარმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა
TV25.GE-ის ინფორმაციით, ქმარმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში, ჭარნალში, დღეს დილით მოხდა.
ტელეკომპანიის ვებ-გვერდის ცნობით, 54 წლის კაცმა სასტიკი მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.