პირადად ივანიშვილის შურისძიებაა, რომ მამაჩემის ლეტალური შედეგი დადგეს - ვატო წერეთელი

09.12.21 12:18
პირადად ივანიშვილის შურისძიებაა, რომ მამაჩემის ლეტალური შედეგი დადგეს - ვატო წერეთელი

პირადად ივანიშვილის შურისძიებაა, რომ მამაჩემის ლეტალური შედეგი დადგეს, - ამის შესახებ ,,ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, აცხადებს. მისი  განმარტებით, მამას, ავთანდილ წერეთელს, რომელიც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს, მძიმე დიაგნოზის გამო მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ ესაჭიროება.

,,ტვ პირველის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყნიდან გასვლის შესახებ ნებართვას პროკურატურისგან  4 დღეა, უშედეგოდ ელოდება. 

6 თვის წინ მამას უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო, რის გამოც ახლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. პროკურატურას 4 დღეა, უკვე მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება, გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა, პროკურატურა საერთოდ პასუხსაც არ გვცემს. ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს, იმიტომ, რომ თქვენ  გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის  წინ იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, რომ ბოლოს ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოახვედრეს. ეს რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, ამას  პირადად მე დავამტკიცებ. ადამიანმა 6 თვის წინ უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა თირკმლის კიბოსი. დღეს რომ სასამართლოს არ გასჩენოდა რაიმე კითხვა, რომ არიდება უნდოდა სასამართლოსი, გადავწიეთ ყევლაფერი, რომ დღეს მიეცა მას ჩვენება. ჩვენებასაც იძლევა, მაგრამ ჩვენების მერეც კი პროკურატირა 4 დღეა, ჩვენ არ გვეუბნება არანაირ პასუხს. ეს არის ჯალათების ხელისუფლება, - აცხადებს ვატო წერეთელი. 

 საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები