პოლიცია იკვლევს ბსუ-ს სტუდენტი ბიჭის მიერ გოგონების სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტებს

12.11.26 18:06
პოლიცია იკვლევს ბსუ-ს სტუდენტი ბიჭის მიერ გოგონების სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე მოკვლევა დაიაყო. 

ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2026 წლის 7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ჯგუფში  პოსტი გამოქვეყნდდა, სადაც ახალგაზრდა გოგოები ამტკიცებენ, რომ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ბიჭის  მხრიდან სექსუალური ზეწოლის მსხვერპლები არიან.  

  • „გოგოებო, უფრთხილდით, ეს არის სექსმანიაკი, თუ მასთან არ დაიწყებთ ურთიერთობას, ყველას აშანტაჟებს და ემუქრება საგნების შეტენვით!“ - ეწერა სტუდენტის მიერ დადებულ პოსტში. 

როგორც დღეს "პირველებს" ბსუ-ს სტუდენტები უყვებიან, სტუდენტი, რომელსამ 10-ზე მეტი გოგო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი იყო. 

სტუდენტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან რეაგირებას ითხოვენ. 

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ბსუ-ს სტუდენტების ფეისბუქ ჯგუფში გავრცელდა პოსტი იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტს ჰყავს "სექსუალური მანიაკი". ამაზე სამართლის სტუდენტებმა დავიწყეთ მოკვლევა და გავარკვიეთ, რომ ეს პიროვნება არის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილი წევრი.

სამართლის სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავიწყეთ მოკვლევა და გავარკვიეთ, რომ დაახლოებით 15-20 პიროვნება ადანაშაულებს ამ პიროვნებას სექსუალურ ძალადობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ პიროვნებებს არ უნდათ საკუთარი სახელი და გვარი გავრცელდეს საზოგადოებაში, აღნიშნული პიროვნებები უკავშირდებიან ანონიმურად.

სამართლის სტუდენტებმა დავწერეთ განცხადება ტიტე აროშიძის სახელზე, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ დაარღვია ეთიკის კოდექსის კონკრეტული მუხლები და ეთიკის კომისიას მივმართეთ თხოვნით, რომ გამოეძიებინა ეს საკითხი, მაგრამ უნივესრიტეტისგან პოზიცია არ დაფიქსირებულა.

აღნიშნული პიროვნება, თავისუფლად, თავაწეული დაიარება უნივერსიტეტის კედლებში იმის იმედით, რომ ამას ყველაფერს, მის საქციელებს ხელი დაეფარება უნივერსიტეტის მხრიდან"- აცხადებს "პირველებთან" სტუდენტი.

უნივერსიტეტის რექტორის ტიტე აროშიძის თქმით, იმისთვის რომ სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე ეთიკის კომისიაში იმსჯელონ, საჭიროა ორივე მხარის, როგორც სავარაუდო დაზარალებულის, ასევე დანაშაულში მხილებული სტუდენტების მონაწილეობა. 

რა თქმა უნდა უნივერსიტეტის სახელით ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, თავისთავად ცხადია. ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთმა სტუდენტმა და მოითხოვა ჩვენგან რეაგირება. ეთიკის კომისიაში, ასევე კოდექსში, შესაბამისად ჩვენ გვაქვს  მითითებული, რომ უნდა არსებობდეს ორი მხარე, რომ განიხილოს ეთიკის კომისიამ, ამ შემთხვევაში ჩვენ, არსებობს მხოლოდ ბრალი. 

ჩვენ არა გვაქვს პრეროგატივა და არა გვაქვს იმის ბერკეტები, რომ მოვახდინოთ გამოძიება ან ჩავერთოთ სამართლებრივ დავაში, სამართლებრივ კამათში. 

არსებობს შესაბამისი ორგანოები და როდესაც გამოჩნდება ორივე მხარე. შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ, დაცული იქნება ყველანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა არც ჩვენთან მოწერილ წერილში, არც შემდგომ პერიოდში არ ყოფილა მომართვა დაზარალებულის მხრიდან, ამიტომ ჩვენთვის უცნობია დაზარალებული ადამიანების  ვინაობა" - უთხრა "პირველებს" აროშიძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სსუ-ს სტუდენტ ბიჭს  სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს, თავდაპირველად გამოცემა "ბათუმელებმა" გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები