ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია.
"დღეს ვხედავთ რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება"- თქვა მაღალმა იერაქმა ამბიონიდან.
მისივე განცხადებით, დღეს მცდელობაა "ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის", რაც მაღალი იერარქის განცხადებით, დაფინასების გაზრდასა და სასულიერო პირებისთვის მინიჭებულ კომფორტში გამოიხატება.
სასულიერო პირმა ისაუბრა ნარკოტიკების პრობლემასა და კაზინეობის ხელშეწყობაზე.
"ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს"- თქვა მიტროპლიტმა ქადაგებისას.
ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა და გასაგებია, გადაირჩია ერმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და მისი ხელის შეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ. არ შეიძლება ყველანაირი გზით გამდიდრება.