ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი

10.11.26 22:39
ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი

მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია. 

"დღეს ვხედავთ რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება"- თქვა მაღალმა იერაქმა ამბიონიდან. 

მისივე განცხადებით, დღეს მცდელობაა "ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის", რაც მაღალი იერარქის განცხადებით, დაფინასების გაზრდასა და სასულიერო პირებისთვის მინიჭებულ კომფორტში გამოიხატება. 

როდესაც კომფორტი იქმნბა სასულიერო პირებში, ძალიან რთულია ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთულია სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით. 

მრევლისთვის ძალიან რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება დაითმინონ, ქადაგებ რომ სიღარიბე დაითმინონ, ქადაგებ, ვიღაცას დაეხმარონ და შენ ამას არ აკეთებ, აი, როგორ შეისმენს ამას შენი სულიერი შვილები?!"- აღნიშნავს მაღალი იერარქი.

სასულიერო პირმა ამბიონიდან ისაუბრა "ოცნების" ხელისუფლების ნაკლზე და ამ მიმართულებით "ახალგაზრდების განარკომანობაზე" და "კაზინოების ხელშეწყობაზე" ამახველებს ყურადღებას. 

"ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს"- თქვა მიტროპლიტმა ქადაგებისას. 

ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა და გასაგებია, გადაირჩია ერმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და მისი ხელის შეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ. არ შეიძლება ყველანაირი გზით გამდიდრება"- თქვა სინოდის წევრმა. 

შეგახსენებთ, რომ მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) პატრიაქობის კანდიდატი იყო.

2026 წლის 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) 9 ხმა მიიღო.