ცნობილია კიდევ ვინ დატოვებს ციხეს ნოემბერში - 4 ოქტომბრის საქმე

11.11.26 13:24
ცნობილია კიდევ ვინ დატოვებს ციხეს ნოემბერში - 4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმის კიდევ 4 მსჯავრდებული ციხეს ნოემბერში დატოვებს. საპროცესო შეთანხმება დადო კიდევ 4-მა მსჯავრდებულმა: ალექსანდრე კოკაიამ, დავით სტურუამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით ჟღენტმა.

პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა.

საპროცესი პირობები ასეთია - 1 წელი და 2 თვე სასჯელი, 2 წელი კი პირობითი.

განაჩენი (5-წლიანი პატიმრობა) ძალაში დარჩა ია დარახველიძის შემთხვევაში, რომელმაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ ქვეყანა დატოვა.

მსგავსი სიახლეები