მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთ ოჯახში - ხელვაჩაურში მომხდარი საზარელი ფაქტის დეტალები

09.12.21 13:11
მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთ ოჯახში - ხელვაჩაურში მომხდარი საზარელი ფაქტის დეტალები

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში მკვლელობისა და თვითმკვლელობის შესახებ "ტვ პირველისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - მეზობლების ინფორმაციით, 54 წლის კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მეორე შვილმა, გოგომ გაქცევა მოასწრო. 

ადგილობრივების თქმით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა. როგორც მითხრეს, ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა. რაც შეეხება ოჯახს, ის დადებითად ხსიათდება. ქალი და ახალგაზრდა ბიჭი მოკლულები გამთენიისას იპოვეს, მამაკაცი ხეზე იყო ჩამომხრჩვალი"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.