გლდანის რაიონში, დაბა ზაჰესსა და დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, ავარიის გამო გაზმომარაგება 4 000 აბონენტს შეუწყდა

11.11.26 20:43
გლდანის რაიონში, დაბა ზაჰესსა და დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, ავარიის გამო გაზმომარაგება 4 000 აბონენტს შეუწყდა

გლდანის რაიონში, დაბა ზაჰესსა და დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, ავარიის გამო გაზმომარაგება 4 000 აბონენტს შეუწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. 

"თბილისი ენერჯის" ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 12 ნოემბერს, 12:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე.

გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 11 ნოემბერს, 20:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა:
გლდანის რაიონში და დაბა ზაჰესის ტერიტორიაზე:

ბიჭვინთის, ენერგეტიკების (ყოფილი შალვა აფხაიძის), მშვიდობის, თავისუფლების, კასკადისა და ავჭალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

ასევე, ბიჭვინთის, სკოლის, უწერის, ჩიქვანაიას, გოჩა ცქიტიშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, მაყაშვილის, შუშის, რევოლუციის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ყაზბეგის, პლატინისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის:

- შპს „ზაჰესი 2007“ (საბაჟო ტერმინალი);
- შპს „ჯავარდინი“;
- შპს „ვაზი პლიუსი“;
- შპს „თბილცემენტგრუპი“;
- შპს „სატრაპეზო“;
- შპს „ზაჰესი პლაზა“;
- შპს „აგროქემიკალს ჯორჯია“;
- შპს „საქენერგორემონტი“;
- №208 საჯარო სკოლა;
- შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი“;
- შპს „ქართლი“;
- შპს „სპეცჰიდრომშენი“;
- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი;
- შპს „ერ არეა“;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტი;
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 დაწესებულება (კოლონია);
- შპს „ჯე ფიქს კოლორი“;
- შპს „თ.ბ.თ. ჯგუფი“;
- შპს „მზიური“;
- შპს „ოკეანე 10“;
- კასკადის ქუჩაზე მდებარე ზაჰესის საბავშვო ბაგა-ბაღი და სხვა ობიექტები.

დიღმის საცდელი მეურნეობა:

დიღომი-9-ის ტერიტორიაზე, ნიკოლოზ ჩაჩავას, მანანა მელქაძის, დიღმისწყლისა და მაღალაძეების ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 12 ნოემბერს, 12:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. 

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: 

ცხელი ხაზი: +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114

 

მსგავსი სიახლეები