აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

12.11.26 10:38
 აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებული  სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის  ძარცვის, ნარკოდანაშაულისა და  დოკუმენტის გაყალბებისთვის იძებნებოდა. 

დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის  ძარცვის, ნარკოდანაშაულისა და  დოკუმენტის გაყალბებისთვის იძებნებოდა. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

 ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.