ზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

12.11.26 22:16
 ზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სამოქალაქო აქტივისტის, ზვიად მაისაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

ინფორმაცია მაისაშვილის ადვოკატი ადასტურებს. 

განაჩენი საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა - ბრალდებულებს  3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდათ.

სპეცრაზმელები ზვიად მაისაშვილს თავს დაესხნენ 2024 წლის 30 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი.

დღეს გახდა ცნობილი ისიც, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები