Catholic.ge: ვარლამ წიკლაურმა კათოლიკურ ეკლესიას საკონფერენციო ოთახის დათმობაზე უარი უთხრა

13.11.26 16:04
Catholic.ge: ვარლამ წიკლაურმა კათოლიკურ ეკლესიას საკონფერენციო ოთახის დათმობაზე უარი უთხრა

Catholic.ge-ის ცნობით, ახალციხის მერმა, ვარლამ წიკლაურმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ, კათოლიკურ ეკლესიას საკონფერენციო დარბაზის გამოყოფის თხოვნაზე უარი უთხრეს.

რა ხდება:

13 ნოემბერს კათოლიკურმა ეკლესიამ დაგეგმა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავს ეძღვნებოდა. მედიის ინფორმაციით, ეკლესიამ კონფერენციის ჩასატარებლად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, სადაც კათოლიკე ქველმოქმედის, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზია.

  • კონფერენციამდე თვე-ნახევრით ადრე, 2026 წლის 23 სექტემბერს, ორგანიზატორებმა ოფიციალური წერილით მიმართეს ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს და რაბათში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული საკონფერენციო დარბაზის დათმობა სთხოვეს.

წიკლაურმა კონფერენციის ორგანიზატორ საბა ორბელიანის უნივერსიტეტს მოთხოვნაზე პასუხი 12 ოქტომბერს დაუბრუნა. მედიაგამოცემის ცნობით, მერმა წერილში რექტორი ლექტორად მოიხსენია და სივრცის დათმობაზე უარის მიზეზად ახალციხის ციხეზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა, მაგრამ, მედიაგამოცემის ინფორმაციით, არცერთ სივრცეში აღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა.