ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში 16 ნოემბერს განახლდება

13.11.26 20:19
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში 16 ნოემბერს განახლდება

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში  16 ნოემბერს, 14:00 საათზე განახლდება.

სხდომის დასრულების წინ „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ მოსამართლეებს დაგეგმილი სხდომების გადადება სთხოვა.

მან მიზეზად თბილისში საპროტესტო აქციისთვის მზადება დაასახელა.

რევაზ ნადარაიამ ლემონჯავას თხოვნაზე უარი უთხრა და განუმარტა, რომ პროცესების გადადების რესურსები და შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.