კოპალეიშვილი: შარმანაშვილის პასუხს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ სასამართლოს პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

14.11.26 10:56
კოპალეიშვილი: შარმანაშვილის პასუხს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ სასამართლოს პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

კოალიცია "ცვლილებისთვის წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს პარტიების აკრძალვის შესახებ.

მას ამის თქმის ერთ-ერთ საფუძველს აძლევს "ოცნების" წევრის, თენგიზ შარმანაშვილის სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი, რომელიც ვინმე რომან კუსიანს, რომელიც პარტიების დაჩქარებულად აკრძალვას ითხოვს, უხსნის, რომ სასამართლომ პროცედურებს სრულად იცავს. 

რომან კუსიანი ნუ ჩქარობ. პროცედურები სრულად უნდა იყოს დაცული, თუ საჭიროა, გადაჭარბებითაც. ერთი ან ორი კვირის გულისთვის, არ უნდა შეიქმნას საფრთხე სტრასბურგში გასაჩივრების შემთხვევაში. სულსწრაფობა ბავშვობა იქნებოდა ასეთ საქმეში და სრულიად მესმის სასამართლოსი, რომელმაც ასეთი სრული წესი თ მოქმედებს", - წერს შარმანაშვილი კომენტარებში. 

აღნიშნული კომენტარის ფოტო-სქრინი მაია კოპალეიშვილმა ფბ-ში გამოაქვეყნა:

ქართული ოცნების მხარდამჭერი ერთ-ერთ, ერთი დღის წინ დადებულ პოსტზე ქართული ოცნების წარმომადგენელს პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელზე- შარმანაშვილს კომენტარში ეუბნება, რომ დროულად დაასრულონ სხდომები და გააუქმონ პარტიები(ეჭვიც კი არ ეპარება,  რომ ქართული ოცნება იღებს გადაწყვეტილებას და არა სასამართლო)შარმანაშვილის პასუხს თუ ჩახედავთ, ნახავთ რომ სასამართლოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს პარტიების აკრძალვის შესახებ, მხოლოდ ახლა ამის გამყარება მიმდინარეობს, რომ თითქოსდა  დაიცვეს განხილვის "სამართლიანობა." აი, ასე, სასამართლოს განხილვები რეალურად, არის ფარსი", - წერს მაია კოპალეიშვილი 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ფორსირებულად მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.