ზამთრის კურორტებზე საბაგიროების საფასური მკვეთრად გაიზარდა - სეზონური აბონიმენტი 1000 ლარამდე ჯდება

15.11.26 11:37
ზამთრის კურორტებზე საბაგიროების საფასური მკვეთრად გაიზარდა - სეზონური აბონიმენტი 1000 ლარამდე ჯდება

ახალი სათხილამურო სეზონის მოახლოებას საქართველოს ზამთრის კურორტები გაზრდილი ტარიფებითა და მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემებით ხვდებიან. მთელი სეზონის განმავლობაში საბაგიროებით სარგებლობისთვის განკუთვნილი მულტიქარდის ღირებულება 650-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. გაძვირდა ერთდღიანი ბილეთებიც - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე საბაგიროებით ერთი დღით სარგებლობა 20 ლარით მეტი ეღირება.

მთის ტრასების სააგენტოს მიერ დაწესებული ახალი ტარიფები საზოგადოებაში კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კურორტებზე კვლავ აქტუალურია საცობებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები.

არცერთი სამთო-სათხილამურო კურორტი ჩვენს ქვეყანაშ არ იმართება ერთიანად ანუ ერთ კურორტს არ ჰყავს ერთი ადმინისტრაცია, რომელსაც ეხება ყველაფერი. შესაბამისად, ის პრობლემები, რომელიც ხან აქ ჩნდება და ხან იქ ჩნდება, ვერ მოგვარდება. ის, რომელსაც, წესით უდნა ეხებოდეს ნაგვის დროულად გატანა, ინფრასტრუქტურული მოწყობა, უნდა ეხებოდეს ასევე თავის დროზე გზები გაწმენდა, მიღწევადობის უზრუნველყოფა. ეს არის აბსოლუტურად გაურკვეველი, - ამბობს ექსპერტი. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის განსხვავებული უნდა იყოს. 

ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ და ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელებს ჰქონდეთ სხვადასხვა თანხა, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის რაღაცას ერთი ფასი რომ აქვს, ეს არის აბსოლუტურად არაპროპორციული და უსამართლო. უკეთესი იქნებოდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის თუნდაც ის ფასი შენარჩუნებულიყო, რაც შარშან სეზონზე იყო. ჩვენ კვლავ არ გვაქვს, სამწუხაროდ, კურორტზე ერთიანი მიდგომა, კურორტის მართის ერთიანი სტრუქტურის შექმნა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხომ ვკარგავთ კურორტზე და მომავალში უცხოელი ტურისტიც არ დავკარგოთ, - ამბობს კურორტების სფეროს მცოდნე.