გოგებაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან აგურები ცვივა - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის №40-ში, შენობის ფასადიდან აგურები ცვივა. ინფორმაციას ადგილობრივი მოქალაქეები ავრცელებენ.
მათი ცნობით, მერიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
ერთ-ერთი მოქალაქე, თორნიკე აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ადგილზე მისულმა ჯგუფმა ტერიტორია მხოლოდ ყვითელი გამაფრთხილებელი ლენტით შემოსაზღვრა.
სახლს ჩამოვარდა აგურები ახლა. ამის შესახებ დედაჩემმა დარეკა ცხელ ხაზზე მერიაში და გააფრთხილა. უთხრეს, რომ აიყვანდნე კონტროლზე ამას და თუ შესაძლებლობა იქნებოდა, მერიის ფონდიდან დაფინანსდებოდა. მოსული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პატრული და გამგებლის მოადგილე. მემგონი, არ არის უსაფრთხო. თუა შესაძლებელი, რომ გამაგრდეს ეს ნაწილი, იმიტომ, რომ ჩვენი ძალებით ეს ნამდვილად ვერ მოხერხდება, ამბობს ადგილობრივი.