"წყალი დავაფიქსირეთ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის სივრცეში"- რა ხდება გელათში
გელათის ტაძრიდან ახალ კადრებს არასამათავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აქვეყნებს.
ჩანაწერში ჩანს, რომ დროებითი გადახურვის ქვეშ დამატებითი დამცავი ე.წ ლურჯი ტენტია გაშლილი, მაგრამ მისი თქმით, ნალექსის შესაკავებლად ეს საკმარი არ არის.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის საააგნეტო. ისინი ირწმუნებიან, რომ ბარათაშვილმა კადრები არა შიდა სივრცეში, არამედ გარე პერიმეტზე გადაიღო.
თორნიკე ბარათაშვილი პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან წლების მანძილზე აკეთებდნენ განცახდებებს, მაგრამ შეცვლილი არაფერი არაა.
"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი მოუწოდებს პასუხისმეგებელ პირებს, რომ მოახდინონ რაეგირება გელათში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან, მისივე თქმით, ყალბი, არასერიოზული და პროფესიონალიზმის დაცლილი განხვხადებები პრობლემას ვერ გადაჭრის.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს უკვე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის საააგნეტო. ისინი ირწმუნებიან, რომ ბარათაშვილმა კადრები არა შიდა სივრცეში, არამედ გარე პერიმეტზე გადაიღო.
"კონსტრუქციის დაცულ სივრცეში, რომელიც ასი პროცენტით უნდა იყოს დაცული, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკაურად, კედლიდან, დაახლოებით სამ მეტრში სიღრმეში მე დავაფიქსირე წყლის ნაკადი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, ერთი წვეთიც კი პრობლემურია და ამაზე პასუხი ვერ იქნება ასეთი განცხადებები, რომელიც იმთავითვე უარყოფს პრობლემას. ჩვენ წლების მანძილზე ვხედავდით ასეთ განცხადებებს და არაფერი შეცვლილი აქ არ არის. შემდგომ დაგვაინებულ რეჟიმში ვხვდებოდით იმ პრობლემისს რეაგირებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ეფექტური არ იყო. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ეს პრაქტიკა მაინც გაითავლისწინონ, რაც ამ წლების მანძილზე გვქონდა. ეს დანაშაულებრივი უწყება იმათთან დაკავშირებით დადასტურებულად. მე მათ ვუსურვებდი, რომ გონს მოეგონ და პრობლემებზე რეაგირება ცოტა სხვა ფორმით იქონიონ. ყველა სიტყვაზე, რომელიც მე მიწერია ამ განცახდებაში პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომელიც თქმულა. გასული წლების მანძილზე ჩვენი მხრიდან გავრცელებულა მასალები და პასუხს ვაგებ ნებისმიერი, მათ შორის რადიკალაურად სუბიექტურად განწყობილ ადამიანზე შემიძლია შემდეგ ჯერზე როცა ასეთი ნალექი იქნება და ეს პრობლემა არსად არ გაქრება ჩემი მანქანით ავიყვანო და ვაჩვენო ადგილზე არსებული სურათი და დავარწმუნო იმაში, რომ ასეთი ყალბი, არასერიოზული და პროფესიონალიზმის დაცლილი განხვხადებები პრობლემას თავისთავად ვერ შველის, მეტი სერიოზულობა არის საჭირო." - თორნიკე ბარათაშვილი, არასამათავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი.