ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართა

16.11.26 14:06
ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა.

ოჯახის წევრები და ახლობლები ითხოვენ საქმის მასალების გადაცემას და შვილის კუთვნილი კომპიუტერის დაბრუნებას .

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 23 წლის ქალი მოკლულია.

ბაჩალიაშვილები დღემდე ითხოვენ ამ საქმის ხელახალ გამოძიებას, საქმის მასალების გადმოცემას და შესაძლო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ უშედეგოდ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები