მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს
მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდა - ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.
სესის თანახმად, სააგენტოს ინსპექტორებმა დალუქეს კუსტარული სასაკლაო და საყინულე მაცივარი, რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი იყო მოთავსებული.
"მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
ფიზიკური პირი (ლ. ა.) უკანონო საქმინობას ეწეოდა. ფაქტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.
მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს და დალუქეს კუსტარული სასაკლაო და საყინულე მაცივარი, რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი იყო მოთავსებული.
კანონმდებლობის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა" - წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.