გლდანის ციხეში პატიმარი პროტესტის ნიშნად შიმშილობს

17.11.26 11:37
გლდანის ციხეში პატიმარი პროტესტის ნიშნად შიმშილობს

გლდანის ციხეში პატიმარი პროტესტის ნიშნად მეხუთე დღეა შიმშილობს - ოთარ აფრიდონიძე ქუთაისის ციხეებში ეტაპირებას ითხოვს, მიზეზად კი ოჯახის წევრებთან პაემნებს ასახელებს, რომლებიც ქუთაისიდან თბილისში მის სანახავად ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

მსჯავრდებული "ინფო იმერეთთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ციხის ადმიანისტრაცია მის უფლებებს არღვევს და მოშიმშილე პატირმების საკანში არ გადაჰყავს - "მაყურებინებენ თუ როგორ ჭამს 7 მსჯავრდებული საჭმელს".

ოთარ აფრიდონიძე მიმართავს სახალხო დამცველს და ასევე ითხოვს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრას.

5 დღეა ვშიმშილობ, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი მყავს ქუთაისში, ვერ ვსარგებლობ პაემნებით, ვერ ვნახულობ ოჯახის წევრებს, აქედან გამომდინარე ვითხოვ გადაყვანას ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში ან გეგუთის მეთოთხმეტე დაწესებულებაში. 5 დღეა ვშიმშილობ და ვიმყოფები საკანში, სადაც ვართ 8 მსჯავრდებული, აქედან 7 ჭამს საჭმელს და მე მოშიმშილე პატიმარს, რომელსაც კანონით მაქვს უფელბა, რომ ვიშიმშილო და გამოვხატო პროტესტი, მაყურებინებენ თუ როგორ ჭამს 7 მსჯავრდებული საჭმელს. მინდა სახალხო დამცველსაც მივმართო, არის თუ არა ეს არაადამიანური მოპყრობა, როცა მე ვშიმშილობ და 7 პატიმარი ჭამს და ამას მაყურებინებენ. ამიტომ მოვთხოვ ჩემს სასწრაფო ეტაპირებას ქუთაისში, რათა მქონდეს ჩემი შვილების ნახვის საშუალება.

ანტისანიტარიაა კი არა ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა.  გარდა ამისა არვიცი ხვალ და ზეგ არვიცი რას მიზამნე და რა განხორციელდება ჩემზე. ვითხოვ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრას", - ამბობს პატიმარი.