"გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ბატონი გორდულაძე დასტაბილურდეს" - კამათი საკონსტიტუციოში

17.11.26 12:40
"გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ბატონი გორდულაძე დასტაბილურდეს" - კამათი საკონსტიტუციოში

კამათი იყო ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე დღეს რიგით მე-14 სხდომა იმართება.

"ბატონო თავმჯდომარევ, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ბატონი გორდულაძე დასტაბილურდეს"- მიმართა სასამართლოს "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ. 

"ბატონი გორდულაძე, მეორე პირში ნუ მომმართავს, მიმართოს სასამართლოს" - მიმართა პოლიტიკოსმა კოლეგიის თავმჯდომარეს.

"დაანებე ჩემი სახელისა და გვარის ხსენებას თავი" - მიმართა "ოცნების" წევრმა გამომსვლელს.