ამ საქმეს წავიღებთ სტრასბურგში - ელისო კილაძის უფლებადამცველები განაჩენს გაასაჩივრებენ
ელისო კილაძის უფლებადამცველები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
როგორც ნათია კოტრიკაძე ამბობს, მათ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ და მოსამარტლის გადაწყვეტილებას ჯერ სააპელაციოსა და უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი სტრაბურგში გაასაჩივრებენ.
იმ დროს, როდესაც შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, 10 წელს უსჯი ადამიანს, ჩვენ რომელ სამართლიან სასამართლოზე უნდა ვიდაოთ და რისი იმედი უნდა გვქონდეს. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ განაჩენს გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ უზენაესში და აუცილებლად, ამ საქმეს წავიღებთ სტრასბურგის სასამართლოში, - თქვა მან.
რონიკა +“-ის დამფუძნებელს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.
ჟურნალისტი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს და მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.