“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”- პატიმრების ოჯახის წევრებმა ევროკომისიის შენობასთან ბანერი გაშალეს
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”- აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა ევროკომისიის შენობასთან ბანერი გაშალეს.
უკვე მეორე დღეა ისინი ბრიუსელში იმყოფებიან და ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში შეხვედრებს მართავენ.
გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით ბრიუსელში და აქედან მსოფლიოსთვის მიგვეწვდინა ჩვენი შვილების ხმა. ძირითადად მოვითხოთ რეჟიმის ტყვეების თავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები, - განაცხადა ნიკა კაციას დედამ.
მათივე თქმით, ისინი ევროპის დედაქალაქში იმიტომ არიან, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა დანაშულად იქცა.
გვინდა მსოფლიოს გავაგონოთ ხმა, რომელსაც საქართველოს ციხეების კედლები ვერ ახშობს,- თქვა გიორგი ტერაშვილის დედამ.