დატბორილი მაღაზიაბი, განადგურებული ავეჯი და დაზიანებული ფასადი - ფოტორეპორტაჟი გამრეკელის ქუჩიდან, სადაც სადაც წყლის მილი დაზიანდა

18.11.26 12:29
დატბორილი მაღაზიაბი, განადგურებული ავეჯი და დაზიანებული ფასადი - ფოტორეპორტაჟი გამრეკელის ქუჩიდან, სადაც სადაც წყლის მილი დაზიანდა

პირველი ფოტოები თბილისში გამრეკელის ქუჩაზე დატბორილი სახლებიდან. "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან  იუწყება, რომ ათამდე სახლი მძიმე მდგომარეობაშია.

დამტვრეულია შუშები, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. მაგისტრალური მილსადენის დაზიანების შედეგად გამრეკელის ქუჩაზე მაღაზიებიც დაიტბორა, პროდუქცია კი განადგურდა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ წყალის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ მესამე სართულამდე აღწევდა.

ცნობისთვის, თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე გვიან ღამით წყლის მილი გასკდა. 

დედაქალაქის მერმა თქვა, რომ GWP საბურთალოზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს.

 

მსგავსი სიახლეები