პროტესტი თბილისის მერიასთან - ცხოველთა უფლებადამცველები მერთან შეხვედრას ითხოვენ

18.11.26 16:10
პროტესტი თბილისის მერიასთან - ცხოველთა უფლებადამცველები მერთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებადამცველები თბილის მერ კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

 უფლებადამცველები მთავარი მოთხოვნაა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს, რათა მათი მუშაობა გაკონტროლდეს. 

ცნობილია, რომ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ აქტივისტი დავით ზანდუკელი დააკავა, რომელიც პროტესტის აქტიური მონაწილე იყო.

"მოვითხოვთ, რომ შეგხვდეს ბატონი მერი, რომელიც ვიცით, რომ იმყოფება აქ დღეს, ამ მომენტში, თუ ეს შეხვედრა არ გამოვა მაშინ უკვე მოქალქეებს გავაცნობ შემდგომ სამოქმედო გეგმას. მოთხოვნები არის იგივე, გაუშვან ადამიანები სასწრაფო წესით, რათა გააკონტროლონ სიტუაცია თუ რა ხდება იქ, ასევე შემუშავდეს ეფექტური კონტროლის მექანიზმი უფლებადამცველებთან ერთად, რომ საზოგადოებამ დაიზღვიოს თავის ნამ სიტუაციისგან მომავალში და ასევე შიდა მოკვლევებიც დაიწყოს გამოძიებასთან ერთად და სასწრაფო წესით პოტენციურად ეჭვმიტანელ პასუხიმგებელ პირებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება" - აცხადებენ უფლედამცველები. 

 

მსგავსი სიახლეები