ცნობილია რამდენი ოჯახი დაზარალდა და რამდენი ავტომობილი დაზიანდა თბილისის ცენტრში მილის დაზიანების შედეგად
GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღრიცხვა იმ ზარალის და იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ.
ვასაძის თქმით, კომპანია ზიანს მთლაიანად აანაზღაურებს.
„GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები, ავტომობილები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა აღმოიფხვრას პრობლემა.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღრიცხვა იმ ზარალის და იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ. მთლიანად ამ ზიანს ანაზღაურებს კომპანია.
ამავდროულად, მუნიციპალური ლაბორატორია აწარმოებს კვლევას მდგრადობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უკვე დასკვნის შემდეგ იქნება შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე, დაზიანებულია 24 მანქანამდე და დაზარალდა 8 ოჯახამდე” - აღნიშნა გიზო ვასაძემ.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
მსგავსი სიახლეები
სკანდალი წალკის საბავშვო ბაღში - პოლიცია იძიებს - აფარებდნენ თუ არა აღმზრდელები ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს?
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.