სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს - პოლიტიკოსს სიტყვა "არაკაცის" გამო ასამართლებენ

18.11.26 17:14
სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს - პოლიტიკოსს სიტყვა "არაკაცის" გამო ასამართლებენ

სამხარაულის ექსპერტების გამოკითხვით გრძელდება ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთი საქმის განხილვა სასამართლოში. ოპოზიციონერს, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამჯერად რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ.

ახალი ბრალდების საფუძველი პროცესზე წარმოთქმული სიტყვა „არაკაცი“ გახდა. ელისაშვილმა ასე პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს მიმართა, რომელიც პროკურატურის მოწმეა.

სხდომას ესწრება ბრალდებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.