კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]
ფონიჭალაში, კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ.
დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ინფორმაცია ვრცელდება სამი დაშავებულის შესახებ.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავთ.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.