სამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან
სამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან - ეს ფოტოები უშუალოდ ჩამონგრეული კორპუსში არის გადაღებული. მასალით დგინდება, რომ სართულების ნგრევის შემდეგ ჩახერგილია ბინებს შორის გასასვლელები, და ერთ სივრციდან მეორეში შესასვლელად მაშველებს, ბეტონის დიდი მასის ნგრევა უწევთ სპეციალური ტექნიკით.
დღეს პირველები გიყვებოდათ, რომ ჩამონგრეულია ხუთიდან ოთხი სართულის საყრდენი ფილა და ბეტონის მასალა პირველი სართულშუა ჩატანილი.
მაშველები ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 2 პირს ამ დრომდე ეძებენ - მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული. მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი.
მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის თაია. ერთ-ერთი ნაპოვნი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სამი წლის ბავშვის დედაა.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტებს 2027 წლის იანვარში უნდა შეემოწმებინათ - ინტერვიუ "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილესთან
გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა, დაკეტილი იყო და გაზის მოხმარება 1 წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა.