3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი

20.11.26 10:55
3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი

 

 

 

ტრაგედია ფონიჭალაში - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, მათ კლინიკაში ორი ბავშვი იმყოფება 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტშია მოთავსებული და 3 წლის და 9 თვის თაია.

ექიმის თქმით, თაია თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს.

კლინიკაში იმყოფება 2 პაციენტი. ერთი გახლავთ 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტში გადის მკურნალობას, ხოლო 3 წლის და 9 თვის გოგონა იმყოფება პედიატრიის განყოფილებაში. დილის მონაცემებით, მათო მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მიმდინარეობს დინამიკური კვლევები როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული.

დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება. ერთადერთი, რაც დღეს ამ პაციენტების მართვის პროცესს დაემატება, ფსიქოლოგიური დახმარებაა. რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. როდესაც გვექნება ყველა ის პარამეტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდად და უსაფრთხოდ გავწეროთ პაციენტები სახლში, ისინი ბუნებრივია, კლინიკას დატოვებენ.

სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს. რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას, ერთადერთი დაზიანება მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა იყო. სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია", - განაცხადა ექიმმა.

გუშინ ღამით 12:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. ამით ქვემო ფონიჭალაშვილი სამძებრო ოპერაცია დასრულდა. 

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.