"თაიას დედა და და დაიღუპა, სხვა ოჯახიდან დედა-შვილი" - რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოიყვანეს

20.11.26 11:19
"თაიას დედა და და დაიღუპა, სხვა ოჯახიდან დედა-შვილი" - რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოიყვანეს

 

 

ქვეყანა ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ მოქალაქეებს გლოვობს - საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რთული სამძებრო ოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. მთავრობის გადაწყვეტილებით 22 ნოემბერიი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ტრაგედიის ადგილას დილიდან ისევ მაშველები მუშაობენ - სიკვდილსგადარჩენილი მოქალაქეები შენობაში შესვლას ელოდებიან და სახლებიდან პირადი ნივთები გამოტანონ. მოქალაქეების ნაწილისთვის ნივთები სახლებიდან მაშელებს გამოაქვთ. 

ადგილობრივები "პირველებთან" გუშინდელ მძმე მოვლენებს იხსნებენ. მათი თქმით, დაღუპულები არიან 3 წლის თაიას დედა და დაა. მეორე ოჯახიდან ასევე დაღუპულია დედა-შვილი. 

პირველ სართულზე ლალი ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო და მერე ჩამოინგრა. ნინო - თაიას დედაც კონტაქტური იყო. ვიღაც ბიჭის ხმა ისმოდა, ჯაბასი, ალბათ ისიც კონტაქტური იყო. მაშველებიც რომ მოვიდნენ, დაიწყო ნგრევა და სულ ჩამოვარდა ოთახები. ჩვენ გვერდზე ვცხოვრობთ, მოვედით რომ ტანსაცმელი ავიღოთ, სასტუმროში ვართ ამ ეტაპზე. 

ბაღის დირექტორი მოთქვამდა ტიროდა, მართლა უსაყვარლესი ბავშვია (თაია) მაგის ერთი დაიკო დაიღუპა. ვინც შუაში იყო და ვინც სახლებში  იყო ყველა გარდაიცვალა, თაიას გარდა.

მეორე ოჯახშიც დედა-შვილი დაიღუპა. თავიდან ბავშვი ღიმილით გადმოვიდა, მაგრამ ტაში რომ იყო და ყველა ახმაურდა შეშინებია თაიას და ტირილი დაიწყო", - ამბობენ ადგილობრივები. 

გუშინ ღამით 12:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. ამით ქვემო ფონიჭალაშვილი სამძებრო ოპერაცია დასრულდა. 

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.